სააკაშვილის ადვოკატის თქმით, პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირების დაწყებას აპირებენ

“სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ არ მისცემია პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს არის კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ისინი პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას აპირებენ.

„პრეზიდენტ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ არ მისცემია პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს არის კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა, მისი დაავადება დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან და მოითხოვს რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით. გასაკეთებელია მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომელზეც დღემდე დუმს სასჯელაღსრულების სისტემა. ამიტომ, დღეს ამ საკითხებს გავივლით პრეზიდენტ სააკაშვილთან და მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ რეაგირებას. განცხადება არაერთხელ ჩაბარებულია, მათ შორის 3 იანვარს ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება MRI კვლევას, ამაზე მოსაზრება დაფიქსირებული აქვს არაერთ ექიმს, მათ შორის, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებს”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები