გერმანიაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი კოვიდპაციენტების უმრავლესობა არავაქცინირებულია

გერმანიაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული კოვიდპაციენტების უმეტესება  არავაქცინირებულია.

აღნიშნული რობერტ კოხის ინსტიტუტისა და ექიმ-რეანიმატოლოგთა ასოციაციის ერთობლივი მონაცემებიდან ირკვევა.

ამ მონაცემების მიხედვით, თითქმის 9 ათასი პაციენტიდან 62 პროცენტი არავაქცინირებული იყო.

პაციენტთა კიდევ 10 პროცენტი არის არასრულად იმუნიზირებული.

ამავდროულად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტთა 28 პროცენტი იყო სრულად აცრილი ან – ”ბუსტერ” დოზა შეყვანილი.

ეს მონაცემები ეხება 2021 წლის 14 დეკემბრიდან – 12 იანვრის პერიოდს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები