მოსკოვი აშშ-ისა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წერილს ელოდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ და ნატო  რუსეთს დაჰპირდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოსკოვის წინადადებებს წერილობით უპასუხებენ.

მისი თქმით, რუსეთის მომავალი ნაბიჯები სწორედ ამის შემდეგ განისაზღვრება.

„ამერიკელები დაგვპირდნენ, რომ შეეცდებიან, მაგრამ ჩვენ მათ ვუთხარით, რომ საჭიროა აქტიური მცდელობა, რათა მომავალ კვირას თავიანთი შემხვედრი წინადადებები წარადგინონ. სტოლტენბერგმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელით ასევე თქვა, რომ თავის რეაქციას ქაღალდზე დაიტანს. ვფიქრობ, ეს ერთ კვირაში მოხდება, რის შემდეგაც, თავდაცვის მინისტრთან ერთად, პრეზიდენტს ვაცნობებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსი დიპლომატის განმარტებით, რუსულმა მხარემ თავისი პოზიცია არგუმენტირებულად წარადგინა, რაც დასავლეთს არ აქვს. როგორც ლავროვმა  აღნიშნა,  წარსულში აშშ-მა და ბრიტანეთმა უკვე მისცეს დაპირებები მოსკოვს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები