ხულოში, სოფელ განახლებაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ხულოსა და შუახევში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლებაში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

“150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული. ამ ეტაპზე, სკოლის შიდა სამუშაოები, ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

შუახევში მოსწავლე – ახალგაზრდობის და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა სრულდება. პროექტის ფარგლებში, აშენდა თანამედროვე სახელოვნებო ცენტრი. შენობაში მოეწყობა სააქტო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, მოსწავლე ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი სივრცე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები