ნიკოლოზ სამხარაძე – სააკაშვილზე: ცდილობს, საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, რადგან ხვდება, რომ მისი პოლიტიკური კარიერა უკვე დასასრულს მიუახლოვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

მისი თქმით, სააკაშვილი საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობს.

“მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს ვგრძნობ, ნამდვილად. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კი 2024 წლის ოქტომბრამდე მიცემული აქვს ხალხის მიერ მანდატი, რომელსაც განახორციელებს 2024 წლის შემდეგ – ვნახოთ. ქართული ანდაზა ხომ იცით, “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”, აი, ეს არის. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციამ არჩევნები მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოიგო, არ ვიცი, რა ჰქვია ამას. ეს არის ალტერნატიული რეალობის შექმნა, რაღაც მითებსა და ზღაპრებში ცხოვრება, ალბათ. ეს ყველაფერი მარტივად დათვლადია, სად მოიგეს და სად – არა. 63 ოლქში წააგეს, ერთ ოლქში მოიგეს. მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა. ცდილობს, საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, რადგან ხვდება მისი პოლიტიკური კარიერა უკვე დასასრულს მიუახლოვდა”, – განაცხადა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები