თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ხულოსა და შუახევში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ხულოსა და შუახევში მუნიციპალური სამსახურებისა და გზების დეპარტამენტის მონაწილეობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა.

მოსალოდნელ დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მობილიზებულია ადამიანური რესურსი და საავტომობილო გზების ტექნიკა, შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მოქმედებს ცხელი ხაზი. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე სამობილიზაციო სამუშაოები.

ამ ეტაპზე, ცენტრალური, ასევე, მუნიციპალიტეტში თემებსა და სოფლებთან მისასვლელი გზები გახსნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები