ბლინკენი: რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, ნატო “ღია კარის” პოლიტიკაზე უარს არ იტყვის, ამას არ გავაკეთებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, ნატო “ღია კარის” პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.

ამის შესახებ დიპლომატმა MSNBC-ის ეთერში განაცხადა.

„ნატო-ს კარი ღიაა, თუ ქვეყნებს სურთ ალიანსში გაწევრიანება – ეს მათი სუვერენული უფლებაა. ნატო-ს კარი ღიაა, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელზე უარის თქმასაც რუსეთის გვაიძლებს. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, – თქვა მან.

შეერთებულ შტატებს რუსეთთან დიპლომატიური დიალოგის იმედი აქვს, მაგრამ მზად არის იმისთვისაც, რომ ის აღარც გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები