დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების ფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე იმსჯელეს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენების ფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. „შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებული ქართველი ბიზნესმენებისა და მენეჯერების იდენტიფიკაციას, ინტერესის სფეროების მიმოხილვას ეხება. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ზაფხულის ან შემოდგომისთვის მსხვილი ბიზნეს ფორუმის ორგანიზება თბილისში, სადაც მათ მთავრობა და პარლამენტი უმასპინძლებს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები