სტოლტენბერგი: ნატო სწრაფად მიიღებს შვედეთსა და ფინეთს, თუ ისინი გადაწყვეტენ ალიანსში გაწევრიანებას

“ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის შესვლა შეიძლება, ძალიან სწრაფად მოხდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები თავად გადაწყვეტენ ალიანში გაწევრიანებას”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ფინეთი და შვედეთი ჩვენი ძალიან ახლო პარტნიორები არიან, ჩვენ მათთან ვმუშაობთ, წვრთნებს ვატარებთ, ისინი თითქმის ყველა სფეროში აკმაყოფილებენ ნატო-ს სტანდარტებს, აქვთ ძალიან კარგად ორგანიზებული და მართული, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტები. ისინი ძალიან ახლოს არიან ნატო-სთან მრავალი ასპექტით, ამიტომ, გაწევრიანების პროცესი შეიძლება, მოხდეს ძალიან სწრაფად, თუ ისინი გადაწყვეტენ ამას. მაგრამ შვედეთისა და ფინეთის მხრიდან უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც მათ სურთ გაწევრიანება და უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს 30 ქვეყნის მიერ“, – თქვა მან.

ფინეთი და შვედეთი ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ მათ არჩიეს სამხედრო ნეიტრალიტეტი და არ შეუერთდნენ ნატო-ს. ამავდროულად, ისინი ალიანსის უახლოესი პარტნიორები არიან, მათი შეიარაღებული ძალები ძალიან ახლოს არიან ალიანსის სტანდარტებთან, იგივე ეხება მეთაურობისა და კონტროლის ოქმებს.

ბოლო დღეებში ორივე ქვეყანა გამოდიოდა რუსეთის უსაფრთხოების ინიციატივების წინააღმდეგ.
სტოკჰოლმსა და ჰელსინკიში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი უახლოეს მომავალში ალიანსში გაწევრიანებას არ აპირებენ, მაგრამ ეს შესაძლებლობა მათ უნდა გააჩნდეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები