მიხეილ სააკაშვილი: ჩემს დროს ქვეყანაში უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე აქედან მიდიოდა

“ჩვენი ერთადერთი გზა და რისთვისაც მე ჩამოვედი საქართველოში, ეს არის ყველგან პროტესტი და ხმის ამოღება უსამართლობის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, სამი წლის შემდეგ “საქართველო აღარ იქნება”.

“მე შემიძლია საქართველოში 10 მილიარდი დოლარის შემოტანა. ეს ნიშნავს, რომ ამათი „ბლეფი“ დასაქმება კი არ არის, არამედ არის დასაქმება ნამდვილი, მინიმუმ, 1000-დოლარიანი ხელფასი, რომ არცერთ ქართველს არ მოუხდეს წასვლა საზღვარგარეთ, პოლონეთში „ტაქსაობა“ 800 ევროდ, 400 ევროს სახლში აგზავნის და 400 ევროს იტოვებს და ა.შ. ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი იქნება რიგგარეშე არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება. რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა უნდა, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება.
ჩემს დროს უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე მიდიოდა. ბოლო 10 წელიწადში წავიდა 800 000, შემდეგ სამ წელიწადში წავა კიდევ მილიონი ადამიანი და ვისაც ილუზიები აქვს, რომ სამი წლის შემდეგ ა(აიპებ)-ის და სსიპ-ების პარტიას მოუგებს, ეს ხალხი უბრალოდ იჯდება აი, ამ მილიონ 800 ათასი ქართველისგან გადმორიცხულ ფულზე, ყოველ არჩევნებს ჩვეულებრივად დაწერს. ამიტომ, თავს ნუ მოვიტყუებთ მეგობრებო. ჩვენი ერთადერთი გზა და რისთვისაც მე ჩამოვედი საქართველოში, ეს არის ყველგან პროტესტი და ხმის ამოღება უსამართლობის წინააღმდეგ. მშვიდობიანი, მაგრამ ყველგან ძალიან მასშტაბური“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს: ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები