მიხეილ სააკაშვილი: რამდენი ხანია, არ მივლია ამხელა ესკორტით და ამდენი დაცვა არ მყოლია

“ნამდვილად საპრეზიდენტო დახვედრა დამახვედრა ბიძინა ივანიშვილმა”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“რამდენი ხანია, არ მივლია ამხელა ესკორტით პრეზიდენტობის შემდეგ და ამდენი დაცვა რამდენი ხანია, არ მყოლია. ნამდვილად საპრეზიდენტო დახვედრა დამახვედრა ივანიშვილმა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები