სოჭში ქართული დროშა აღიმართა

  სოჭის ოლიმპიურ სოფელში ქართული დროშა აღიმართა. დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია ყველა ოლიმპიადას წინ უსწრებს. ქართული დროშა “სოჭი 2014”-ის მონაწილე 87 ქვეყნის დროშის გვერდით ფრიალებს. “ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ოლიმპიური ოჯახის წევრია. ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა, 7 თებერვალს კი ჩვენი გუნდი თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, სოჭში საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა მამუკა ხაბარელმა.
დროშის აღმართვის ცერემონიალში, სპორტსმენებისა და მამუკა ხაბარელის გარდა, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის რამდენიმე თანამშრომელი და თამაშებზე აკრედიტებული ქართველი ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ.
სოჭის ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს: მოთხილამურეები – ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა. საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები