ჯერ ფული ჩამოწერეს თაღლითურად, შემდეგ მოინდომეს პოლიტიკაში შემოსვლა იმისთვის, რომ დანაშაული ჩამოწერათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ფაქტია, რომ ისინი დამნაშავეები არიან კონრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაში, რაც დადასტურდა სასამართლოს მიერ. ისინი დღეიდან შეიძლება ხანდაზმულ თაღლითებად შეიძლება მოვიხსენიოთ“, – გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.