დავით მათიკაშვილი: შალვა ნათელაშვილი კარგი მაგალითია იმის, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი

„შალვა ნათელაშვილის, ასე ვთქვათ, მარგი ქმედების კოეფიციენტი რა შეიძლება, იყოს პარლამენტში, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რადგან ამ პირისგან დესტრუქციის მეტი არაფერი მომდინარეობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ნათელაშვილი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი.

“შალვა ნათელაშვილი არის კარგი მაგალითი იმის, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი საერთოდ. ნათელაშვილის, ასე ვთქვათ, მარგი ქმედების კოეფიციენტი რა შეიძლება, იყოს პარლამენტში, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რადგან ამ პირისგან დესტრუქციის მეტი არაფერი მომდინარეობს. მეორე მხრივ, უკვე პროცედურული საკითხია და, რამდენადაც ვიცი, ცოტა პრობლემურია შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტში ყოფნა, რადგან მან თავად განაცხადა ამაზე უარი, დახია, დაჭრა მანდატი და ა.შ. დანარჩენი პროცედურული საკითხია და ამას პარლამენტის შესაბამისი სამსახური გადაწყვეტს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგებით გადაწყვეტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები