თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა

თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ კიდევ უფრო განმტკიცდება ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებული მყარი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. აგრეთვე, მუსტაფა შენთოფმა გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სამომავალო თანამშრომლობის მზადყოფნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები