ნათელაშვილი, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, სიტყვისთვის 40 წუთს მოითხოვს
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მისი უპირველესი მოთხოვნაა მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლება.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს და გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არაა.
„გამოკითხვა მიმდინარეობს, ძალიან აქტიურად მონაწილეობს ხალხი ამ პროცესში, საგაზაფხულო სესიამდე ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდებით, საგაზაფხულო სესია თებერვალში იწყება.
უპირველესი მოთხოვნა, რაც გვაქვს და ოფიციალურად წარვადგენთ ამას, მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლება პარლამენტში, როგორც კი შევალ. არავინ წარმოიდგინოს, რომ თუ მე იქ შევალ [თუ ასე მოხდა, არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება ჯერ], შევალ და დავჯდები ჩუმად“, – განაცხადა ნათელაშვილმა.