უპრეცედენტო დავა საქართველოში: Facebook-სა და Youtube-ზე ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა – თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე, რომელიც სოციალურ მედიაში დავას ეხება, წარმოებაში მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, სადაც მოსარჩელე ითხოვს Facebook-სა და Youtube-ზე ცილისმწამებლური განცხადების უარყოფას. ამ ფაქტს კიდევ უფრო უპრეცენდენტოს ქმნის მოთხოვნები, რომლებიც მოსარჩელე მხარემ წარადგინა. კერძოდ, მოსარჩელე დამატებით ითხოვს, რომ Facebook- სა და Youtube -ზე უარყოფა განთავსდეს იმავე ფოტოს საშუალებით, რომელიც გამოყენებულ იქნა ცილისმწამებლური განცხადების განთავსებისას. ასევე, მოპასუხეს დაევალოს, წაშალოს სოციალური მედიიდან ცილისწამებლური მასალები – შესაბამისი პოსტი და ვიდეო.
ამ მოთხოვნებთან ერთად, სარჩელში საუბარია იმაზე, რომ მოპასუხემ საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ინფორმაციის უარყოფის გამოქვეყნების შემდეგ, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში: არ წაშალოს სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული Facebook პოსტი და Youtube ვიდეო. უცვლელად დატოვოს უარმყოფელი პოსტი და ვიდეომიმართვა, არ შეზღუდოს Facebook პოსტისა და Youtube ვიდეოს მნახველ მსურველთა აუდიტორია და უწყვეტად უზურუნველყოს მათი საჯაროობა და წვდომა როგორც ამ პლატფორმებზე რეგისტრირებულ, ისე – არარეგისტრირებულ პირთათვის. ასევე, არ წაშალოს Facebook- ზე დამეგობრებულ ადამიანთაგან, ხოლო Youtube-ზე მიმდევართა რაოდენობიდან 30%-ზე მეტი. ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა იმავე ფოტოს გამოყენებით სასამართლო გადაწყვეტილების 3 წლით განთავსება საჯაროდ მნახველთა აუდიტორიის შეზღუდვის დაუშვებლობა Facebook-სა და Youtube-ს მეგობრების/ მიმდევართა 30%-ზე მეტის წაშლის აკრძალვა ამგვარი საქმის წარმოების პრეცედენტი საქართველოს სასამართლოებში არ ყოფილა. კერძოდ, Facebook-სა და Youtube-ზე განთავსებული პოსტის/ვიდეოს უარყოფასთან ერთად არ დამდგარა მოთხოვნა, რომ გარკვეული რაოდენობის მეგობრები პლატფორმიდან არ წაეშალა, ასევე, არ შეეზღუდა მნახველთა რაოდენობა. სასამართლოსაც არ დაუვალებია ასეთი მოქმედების განხორციელება პირისთვის. მოსარჩელე მხარის ინტერესებს იცავს ადვოკატი, სერგი ჯორბენაძე. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში გაიმართება.