დავით მათიკაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელზე: დადასტურდა, რომ დამნაშავეები არიან უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში

“საზოგადოებას მამუკა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი, „ლელო“, ზოგადად, ოპოზიციის ეს ნაწილი ატყუებდა, რადგანაც დადასტურდა, რომ ეს პირები სწორედ რომ დამნაშავეები არიან უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს განაჩენს.

მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესახებ ოპოზიციის გაკეთებული განცხადებები ტყუილია.

„მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი სასამართლომ ცნო დამნაშავედ უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში – ეს არის თაღლითობა. ეს მუხლი რომ არ ყოფილიყო ხანდაზმული, მათ 7-7 წელი მოუწევდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ პოლიტიკური ძალებისგან თითქოსდა სასამართლოს გამოყენება რაღაცა პოლიტიკური მიზნებისთვის, არის ტყუილი. საზოგადოებას მამუკა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი, „ლელო“, ზოგადად, ოპოზიციის ეს ნაწილი ატყუებდა, რადგანაც დადასტურდა, რომ ეს პირები სწორედ, რომ დამნაშავეები არიან უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის უმძიმესი მუხლი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 7 წლით ითვალისწინებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს მოსამართლე გიორგი არევაძემ მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ხანდაზმულობის გამო, ისინი საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები