მათიკაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: არ ვიცი, რამ შეიძლება, გააჯანსაღოს ეს დეგრადირებული ძალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” დეგრადირებული ძალაა, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს.

მისივე თქმით, ოპოზიციამ შანსი, ეცხოვრა საპარლამენტო ცხოვრებით, არ გამოიყენა და ქუჩა არჩია.

„ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა არაჩვეულებრივი შანსი, რომ საპარლამენტო ცხოვრებით ეცხოვრა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ რეალობაში, თუმცა, მათ პარლამენტს არჩიეს ქუჩა, არჩიეს დამნაშავე ბელადის კაპრიზების დაკმაყოფილება და, საბოლოოდ, პოლიტიკურ მოუსავლეთში აიღეს გეზი. არ ვიცი, რამ შეიძლება, გააჯანსაღოს ეს დეგრადირებული ძალა“, – აცხადებს მათიკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობით უნდა დაკავდეს და მხოლოდ საგამოძიებო კომისიით არ შემოიფარგლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები