გოგა ჩანადირი: კაცობრიობა კორონავირუსს სხვა ვირუსებისა და ინფექციების მსგავსად დაამარცხებს, მანამდე კი პირადი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ

“ახალი ძალები მოიკრიბა კორონავირუსმა. საახალწლო მობილობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის შენარჩუნება და ცოტა ხნით მაინც მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავის არიდება”, – ამის შესახებ ფოტოგრაფი და ბლოგერი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

“ახალი ძალები მოიკრიბა კორონავირუსმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი დაინფიცირდება.
უპირველესად, მნიშვნელოვანია სიმშვიდე და ამ მოცემულობის აუღელვებლად გათავისება.
ამასთანავე, საახალწლო მობილობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის შენარჩუნება და ცოტა ხნით მაინც მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავის არიდება. განსაკუთრებით, მათ ეხებათ, რომლებიც ბოლო დროს სტუმრიანობდნენ ან ხალხმრავალ ადგილებში იყვნენ.
შენ შეიძლება, უპრობლემოდ გადაიტანო “კოვიდ-19″, მაგრამ სხვისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.

და კიდევ, კორონავირუსი მარტის შემდეგ დაღმასვლას დაიწყებს.
გამომუშავდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, აცრები თავისას გააკეთებს და პირდაპირი სამკურნალო წამლებიც გამოჩნდება. თან დათბება.
ამასთანავე, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვირუსები აგრესიულად 2 წლის მანძილზე ტრიალებს. შემდეგ კი ადიმიანები მას ადვილად უმკლავდებიან. 2022 წლის 11 მარტს კი პანდემიიდან 2 წელი გავა.
ვირუსი აუცილებლად დასუსტდება. კაცობრიობა მას სხვა ვირუსებისა და ინფექციების მსგავსად დაამარცხებს.
მანამდე კი პირადი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები