პროკურორი: სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული იქნა ცნობილი დამნაშავედ

სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდებულები თაღლითობის ჯგუფურად და დიდი ოდენობით ჩადენაში და, უბრალოდ, გადააკვალიფიცირა და სხვანაირი შეფასება მისცა ჩვენ მიერ წარდგენილ ბრალდებას, – ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„მივიღებთ ჩვენ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით ამ განაჩენს და აღნიშნულის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაო მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს მოსამართლე გიორგი არევაძემ მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ხანდაზმულობის გამო, ისინი საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები