მამუკა ხაზარაძე: ბრძოლა გრძელდება – მიუხედავად იმისა, რომ საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არც ის და არც ბადრი ჯაფარიძე არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
„ბრძოლა გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს არის პრინციპის საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი და ესაა იმედის დაბრუნების საკითხი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ცოტაოდენი იმედი დარჩათ იმისა, რომ ქვეყანას აქვს შანსი, იყოს გამარჯვებული. მე გპირდებით, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, თქვენთან ერთად, რომ გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ.