ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 543 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 121-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 3 – გუდაუთის კლინიკაში, 1 კი სოხუმის ინფექციურში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ოკუპირებული აფხაზეთის კოვიდ კლინიკებში ამ ეტაპზე 158 პაციენტი მკურნალობს, მათგან 52 მძიმე მდგომარეობაშია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19 სულ 38565 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 31932, გარდაიცვალა- 566 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები