ბადრი ჯაფარიძე: ახლა რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში

“ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“ყველას დიდი მადლობა. ეს ბრძოლა ღირს იმისთვის, რასაც ჩვენ გავდივართ. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ახლა რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში – იმიტომ, რომ ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, დევნის ხანდაზმულობის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები