სერგო ჩიხლაძე: კლინიკებისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არაა
“კლინიკებისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშემებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის საფრთხეებიდან გამომდინარე, საწოლფონდის მობილიზება უნდა ხდებოდეს.
“10-ზე მეტი კლინიკისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის მაშინ, როცა უკვე რამდენიმე დღეა, ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა შეიმჩნევა და თვის ბოლოსთვის “ომიკრონის” შტამით სრულად ჩანაცვლდება არსებული შტამები და დადასტურებული შემთხვევები, სულ მცირე, 10-15 ათასის ფარგლებში იქნება, ხოლო რეალური შემთხვევები კიდევ უფრო მეტი. აქედან გამომდინარე, საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა დეკემბერში, იანვარში ან გასული წლის ბოლო კვარტალში, ამიტომ, არა გაუქმება, არამედ პირიქით, საწოლფონდის მობილიზება უნდა ხდებოდეს და დარეზერვება დამატებით საწოლების”, – განაცხადა ჩიხლაძემ.