გივი მიქანაძე – “ნაცმოძრაობაზე”: მათი გადაწყვეტილებები არის ქაოსური, თვითონ არ იციან, რას აკეთებენ
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლილია და არ გაგვიკვირდება, თუ ის პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება. ამის მანიშნებელია ის შიდა დაპირისპირება, რომელიც სააკაშვილის მომხრეებსა და მელიას მიმართულებებს შორის, უკვე რეალურად, აშკარა გახდა“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.
მისი შეფასებით, პარტიაში თავად არ იციან, რას აკეთებენ.
„პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს კობა ნაყოფია და შეასუსტეს ნიკა მელიას უფლებამოსილებები. ამავდროულად, მათი გადაწყვეტილებები არის ქაოსური, ისინი ხან შემოდიან პარლამენტში, ხან გადიან, თვითონ არ იციან, რას აკეთებენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.