კვიპროსზე 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

კვიპროსზე გვიან ღამით 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ გეოლოგიურ სამსახურში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ მიწისძვრა დილის 03:08 საათზე დაფიქსირდა.

მისი ეპიცენტრი ქალაქ პოლის ქრისოხოსიდან დასავლეთით-ჩრდილო-დასავლეთით, 50 კილომეტრში, 25 კილომეტრის სიღრმეში იყო.

5.30 საათისთვის დაფიქსირდა განმეორებითი 3.1 მაგნიტუდის ბიძგი.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები