ოზურგეთში აქციაზე “ნაცმოძრაობის” 2 დეპუტატი დააკავეს

ოზურგეთში აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ორი დეპუტატი – ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი დააკავეს.

აქციის მონაწილეები ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებდნენ და აქციას ოზურგეთი-ჩოხატაურის მაგისტრალზე მართავდნენ. მათ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შეუერთდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.  შედეგად, 2 მათგანი დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები