რიაბკოვი: მნიშვნელოვანია, ნატო-ს მადრიდის სამიტზე ბუქარესტში მიღებული ფორმულა შეიცვალოს, რომ საქართველო და უკრანა არასდროს გახდებიან ალიანსის წევრები

რუსეთისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, დარწმუნდეს, რომ უკრაინა და საქართველო „არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

“ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად აუცილებელია, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ გვსურს, ფორმულა, რომელიც მიღებული იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ნატო-ს მადრიდის სამიტზე იყოს უკან წაღებული და შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით: “ უკრაინა და საქართველო ვერასოდეს გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები“, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, ეს “რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები