ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დევიდ სასოლი გარდაიცვალა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დევიდ სასოლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ის იტალიის Aviano-ს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყოფილი ჟურნალისტი, დევიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა. 2019 წლის ივლისში კი ის ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.