ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 2 357 007 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 357 007 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 6 583 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 298 915 721 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 469 303 ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.