ირაკლი ღარიბაშვილი: თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რეზო ამაშუკელის ოჯახსა და მთელს საქართველოს

“თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რეზო ამაშუკელის ოჯახსა და მთელს საქართველოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეზო ამაშუკელი თავისი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე იყო.

“ძალიან დამწყვიტა გული თვალსაჩინო პოეტის, რეზო ამაშუკელის გარდაცვალებამ. სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით აღსავსე, განუმეორებელი ხელწერით შექმნილი მისი პოეზია ჩვენი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი შენაძენია.

ამავე დროს, იგი იყო თავისი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი რეზოს უკომპრომისო საზოგადოებრივი პოზიცია სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის. ამ მძიმე წუთებში თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახსა და მთელს საქართველოს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები