პაატა მანჯგალაძე: “ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს

“ხელისუფლების ტაქტიკაა, ოპოზიცია აქციებით არეულობის მომხრეებად წარმოაჩინოს, თუმცა, ეს სტრატეგია არ გავა. “ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის ნებისმიერი პროტესტი ლეგიტიმურია.

“ნებისმიერი პროტესტი ხალხის უკმაყოფილებას უკავშირდება, რადგან ქვეყანაში არ გვაქვს სასამართლო და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე არსებობს ეჭვი, მე ლეგიტიმური მგონია ხალხის ნებისმიერი პროტესტი, რომელიც მშვიდობიანია და პროტესტების დემონიზება არ უნდა მოვახდინოთ. მე მესმის ხელისუფლების ტაქტიკა, ისინი ცდილობენ, მშვიდობის მხარეს გამოჩნდნენ, რადგან ხალხს უფრო მშვიდობა უნდა, ვიდრე არეულობა და უნდათ ოპოზიცია არეულობის მომხრეებად წარმოაჩინონ აქციებით. ეს სტრატეგია არ გავა, “ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები