ბარათებზე დატანილ ტექსტში დაშვებული მექანიკური შეცდომის გამო, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების გაცემა 1 დღით შეჩერდა

9 იანვარს, ერთი დღით, სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს.

განცხადებაში ბანკი სამგზავრო ბარათების გაცემის შეჩერების მიზეზს განმარტავს.

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას “საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია “მს+”. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა. აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას “საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები