ოთხდღიანი პაუზის შემდეგ, ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

ოთხდღიანი პაუზის შემდეგ, ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა.

ნურ სულთანიდან გამოსული თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

მგზავრების განცხადებით, ნურ სულთანში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, ზოგადად, რეგიონში კი შედარებით სტაბილური. მათივე განმარტებით, რჩება შეზღუდვები ფიჭურ კავშირსა და ინტერნეტზე.

დღესვე შესრულდება საპირისპირო რეისიც, რომლითაც ქუთაისის აეროპორტიდან 180-მდე მგზავრი ნურ-სულთანის მიმართულებით გაემგზავრება. მათ შორის 15 აქტაუსა და ატირაუს რეისი მგზავრები არიან. ეს ის მგზავრები არიან, რომლებიც ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო 5 იანვრის შემდეგ ვეღარ გაფრინდნენ. აღნიშნული რეისით ყაზახეთში საქართველოს არცერთი მოქალაქე არ გაფრენილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები