თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას შობა მანგლისის ტაძრიდან მიულოცა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური და მერის მოადგილე, დევი მუხაშავრია საშობაო ლიტურგიას მანგლისის საკათედრო ტაძარში ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრნენ.
ღამისთევის საზეიმო წირვა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპილიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ აღავლინა.
გიორგი წიკლაურმა მოსახლეობას შობის დღესასწაული მანგლისის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა და სრულიად ქართველ ერს მშვიდობა და ბედნიერება უსურვა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ შობის, როგორც სიკეთისა და სიხარულის დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაგა, დალოცა მართმადიდებელი ერი და განსაკუთრებულად მცირე წლოვანი მომავალი თაობა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ღამისთევის ღვთისმსახურებაში.