პრემიერმინისტრის ინიციატივით, დღეს ფოთში საშობაო-საახალწლო ღონისძიება ჩატარდება

პრემიერმინისტრის ინიციატივით, დღეს ფოთში საშობაო-საახალწლო ღონისძიება ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოეწყობა საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები. ფოთში საახალწლო ღონისძიებები დღეს ორ საათზე დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოეწყობა სცენა და საახალწლო სოფელი. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. დღის განმავლობაში გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. 18:30 საათიდან კი ფოთელების წინაშე ჯგუფი „ბანი“ წარდგება. საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები