პრემიერმინისტრის ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, პრემიერმინისტრის ინიციატივით, მთელი დღის განმავლობაში ყველა სეგმენტზე გათვლილი, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

პატარა სტუმრებისთვის საბავშვო სტუდია „ბზიკების“ კონცერტი და ილუზიონისტის შოუ მიმდინარეობდა. საახალწლო სოფელში კი სანტა კლაუსმა ბავშვები ტკბილეულით დაასაჩუქრა. ღონისძიების პატარა სტუმრებს ასევე სხვდასახხვა ზღაპრის გმირთან შეხვედრისა და ფოტოს გადაღების საშუალებაც ჰქონდათ.

საღამოს, ბოლნისელების სადღესასწაულო განწყობაზე ჯგუფმა „ნიუტონმა“ იზრუნა.

ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი , დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – თამაზ ჟორჟოლიანი და მერის პირველი მოადგილე – ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ.

“დღეს ბოლნისი, პრემიერმინისტრის ინიციატივით, შობას სადღესასწაულო განწყობით ხვდება. მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან ახალი წლის აღსანიშნავად არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართა. მინდა, ეს ხალისიანი განწობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქვთ, მთელი წლის განმავლობაში გაყოლოდეთ და ახალ წელს თითოეული ჩვენგანისთვის ბედნიერება მოეტანოს. მსურს, პრემიერმინისტრს ამ საახალწლო ღონისძიებებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები