მედია: ალმათაში სროლის ხმა ისევ ისმის
ყაზახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ალმათის ოლქის რაიონულ ცენტრ თალდიყორღანში სროლის ხმა ისმის.
ამის შესახებ ინფორმაციას ”ისრაელთაიმსი” ავრცელებს.
თალდიყორღანის ცენტრში შენობების ნაწილი კვლავ იწვის, მის ერთ-ერთ გარეუბანში კი დაპირისპირება მიმდინარეობს.
თალდიყორღანში ამ დროისთვის სამთავრობო შენობები, სკოლები, უნივერსიტეტები, სავაჭრო ცენტრები და სხვა დაწესებულებები დაკეტილია.