ალმათის აეროპორტი მუშაობას მხოლოდ დღეს საღამოს განაახლებს – ვადა გახანგრძლივდა
ალმათის აეროპორტის ფუნქციონირება 7 იანვრის, ადგილობრივი დროის 21:00 საათამდე გახანგრძლივდა.
ამის შესახებ ტელეკომპანია Khabar-24-მა აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
მანამდე, მოსალოდნელი იყო, რომ სატრანსპორტო ობიექტი მუშაობს შუა დღისთვის განაახლებდა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა 5 იანვარს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ალმათის აეროპორტი და ხუთი თვითმფრინავი დაიკავეს, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები”.
მოგვიანებით, სპეცოპერაციის შედეგად, საჰაერო ნავსადგური განთავისუფლდა.
რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების გამო, დაიბლოკა აქტობესა და აქტაუს აეროპორტების მუშაობაც.