თეა ახვლედიანი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს ულოცავს.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, გულითადად გილოცავთ მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს, რომლებსაც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია 6 იანვარს აღნიშნავს. ეს დღესასწაულები და ახალი 2022 წელი სიკეთის, სიხარულისა და წინსვლის მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის“, – აღნიშნავს თეა ახვლედიანი.