მამუკა მდინარაძე: ილია მეორის ღვაწლი ეროვნული იდენტობის და რწმენის განმტკიცების საქმეში მართლაც განუზომელია

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს ჩვენი ქვეყნის სულიერი წინამძღოლის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა.
უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ იუბილეს! მართლაც განუზომელია ამ უთბილესი, სიკეთისა და პატრიოტიზმის სიმბოლო ადამიანის ღვაწლი ეროვნული იდენტობის და რწმენის განმტკიცების საქმეში!

დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას გისურვებთ თქვენო უწმინდესობავ! თქვენ ძალიან ჭირდებით ამ ქვეყანას და ხალხს!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები