ისრაელში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 2 ადამიანი შეეწირა

ისრაელში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ვერტმფრენი სავარჯიშო წრთვნის დროს ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ჩამოვარდა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო ჯგუფები, მათ შორის, ისრაელის სპეციალური ძალების წყალქვეშა მისიების განყოფილება. თუმცა, მათ ვერ შეძლეს ორი პილოტის გადარჩენა, რომლებიც ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადნენ.

ავიაკატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარის გამო, სასწავლო ფრენები დროებით შეწყდა, დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, AS565 Panther ვერტმფრენი, რომელიც ცნობილია ისრაელის საჰაერო ძალების მიერ, როგორც Atalef, ან bat, არის 25 წლის ვერტმფრენი, რომელსაც შეუძლია, დაჯდეს სარაკეტო ხომალდებზე და გამოიყენება მტრის სანაპირო ზოლის თვალთვალისთვის, საზღვაო სამიზნეების მოსაძებნად და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები