ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება, როგორც დაავადება – ჯანმო-ს ახალი კლასიფიკაცია ძალაში შევიდა

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD-11) ახალი, რიგით მე-11 ვერსია ოფიციალურად ძალაში  1-ელ იანვარს შევიდა, რომელშიც შესულია ვიდეო და ციფრული თამაშით გამოწვეული აშლილობა.

დოკუმენტის მიხედვით, თამაშით გამოწვეული აშლილობა (gaming disorder),  ეს არის „ქცევის მოდელი ციფრული ან ვიდეო თამაშების დროს, რომელიც ხასიათდება თამაშზე კონტროლის დარღვევით, უპირატესი სხვა ინტერესებსა და ყოველდღიურ საქმიანობასთან შედარებით“.

ასეთი აშლილობის დიაგნოსტირება შესაძლებელია, თუ ქცევის ნიმუში იწვევს დარღვევებს პიროვნულ, ოჯახურ, სოციალურ და სხვა სფეროებში და შეინიშნება მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, მაგრამ მძიმე შემთხვევებში დიაგნოზისთვის უფრო მოკლე პერიოდიც არის  საკმარისი.

ICD-11-ში თამაშის აშლილობის ჩართვა განპირობებულია დაგროვილი სამედიცინო მტკიცებულებებით.

მოსალოდნელია, რომ ქვეყნები ჯანდაცვის სტრატეგიების დაგეგმვისას აღნიშნულ კლასიფიკაციას გაითვალისწინებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები