ჰაიტის პრემიერმინისტრზე თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი

ჰაიტის პრემიერმინისტრ არიელ ანრიზე ქვეყნის დამოუკიდებლობის 218-ე დღესასწაულზე თავდასხმა მოხდა. ორმხრივი სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა.

სროლა ქალაქ გონაივის საკათედრო ტაძარში მოხდა.

ტელეკომპანია VTV-ს ინფორმაციით, თავად პრემიერმინისტრი არ დაშავებულა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მანამდე, რეგიონში მოქმედმა შეიარაღებულმა ჯგუფმა გააფრთხილა ქვეყნის ლიდერი, რომ გონაივში არ გამოჩენილიყო.

თავდასხმის შემდეგ, ხელისუფლებამ ყველა სხვა ღონისძიება გააუქმა.

ცნობისთვის, 2021 წლის 7 ივლისის ღამით ჰაიტიზე პრეზიდენტი, ჯოვენელ მოისი მოკლეს. სიცოცხლის მოსპობამდე ის აწამეს. მოისმა 12 ჭრილობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები