სოხუმში ერთსართულიანი სახლი დაიწვა – შემთხვევას შშმ პირის სიცოცხლე ემსხვერპლა
ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმში, ჩერნიავსკის ქუჩაზე კერძო, ერთსართულიანი სახლი დაიწვა. შემთხვევა დღეს, დღის საათებში მოხდა. ხანძარს სახლის მეპატრონე, შშმ პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამაშველო სამსახურის ადგილზე მისვლამდე, სახლი მთლიანად დაიწვა.