“ნაცმოძრაობის” ოფისთან მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მყოფმა მხარდამჭერებმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ისინი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ მოინახულა და მათ სააკაშვილის გზავნილი გადასცა, რომ თუკი შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, ის თავად დაიწყებდა შიმშილს.

ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ისინი მიხეილ სააკაშვილის თხოვნას ითვალისწინებენ და შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტის სხვა გზით გაგრძელებას აპირებენ. თუმცა კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს პარტია, ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები