პრეზიდენტი: მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა მოვნახოთ

მომავალ წელს და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა მოვნახოთ, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში.

საახალწლო მილოცვაში პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში არსებობს „უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლე მჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ კი გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები“.

„უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლე მჭვრეტელი ხედვა და სამაგიეროდ გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები – მთელი ძალისხმევა ჩემი ამ დღეებში და რასაც გავაგრძელებ მომავალ წელს და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ, მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა, თუ გზები მოვნახოთ, მოვახერხოთ ის, რომ მოსმენით და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა“, – აცხადებს პრეზიდენტი საზოგადოებისადმი საახალწლო მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები