შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის კურსი დაასრულა და სწორედ ამიტომ მოხდა მისი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. პაპუაშვილის თქმით, არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომ მსჯავრდებულის გადაყვანა არ შეიძლებოდა.

„არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა. სწორედ ასე მოიქცა პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო. მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი დაასრულა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური დონის სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ეს ვალდებულება არის სხვა პატიმრების მიმართაც, პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს, ყველას თანაბრად უნდა მოეპყროს. საბოლოოდ, ვნახეთ რეაქციები. ვფიქრობ, რაიმე შინაარსობრივი პრეტენზია აღარ არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები