გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პიროტექნიკით გამოწვეული დამწვრობების რამდენიმე ათეული შემთხვევა უკვე დაფიქსირდა
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანლის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პიროტექნიკით გამოწვეული დამწვრობების რამდენიმე ათეული შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.მისი განცხადებით, ეს შემთხვევები მძიმე არ არის, თუმცა, დამწვრობის გარდა, ძალიან ხშირია ნაკვეთი ჭრილობები, თითების ამპუტაცია და თვალების დაზიანება.
”ჩვენი სამწუხარო გამოცდილებით, წლიდან წლამდე მატულობს ასეთი დაზიანებები. ყოველთვის ექიმისთვის არის გულდასაწყვეტი ისეთ ტრავმასთან მუშაობა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, მით უმეტეს, ამ შემთხვევების ნახევარი მოდის ბავშვებზე”, – განაცხადა ქაშიბაძემ.